თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.
“პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის და განვითარებისთვის”,– თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამ საკითხებზე ელჩების ფასილიტაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლი