”1.დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება.
2. უნდა დატოვოს მან ეროვნული ბანკი, რადგან იგი გახდა ზედმეტი ტვირთი ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის. იგი ვერასდროს აღიდგენს ნდობას და რეპუტაციას როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების თვალში.
3. უნდა გაირკვეს, რა როლი მიუძღვის ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს და საბჭოს წევრებს და ამის მიხედვით მოხდეს მათ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება.
4. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენისათვის, როგორც მის მიერ სასურველი კანდიდატისა, ასევე საბჭოს წევრად იმ პირების წარდგენისათვის, რომელიც “ქართული ოცნების” ზეწოლით მოხდა. დაუყოვნებლივ გაიწვიოს ამ დღეებში პარლამენტში საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირი, პროფესიით მევენახე-მებოსტნეობის სპეციალისტი და მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ საქმეს.
5. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელმაც იცოდა რა კარგად, თუ რისთვის მოხდა ეროვნული ბანკის კანონში ცლილები, არ შეაჩერა მოქმედი პროგრამა, რითაც ლეგიტიმაცია მოახდინა ეროვნულ ბანკში მომხდარი კლანური გადატრიალებისა და წაახალისა ბანკის ხელმძღვანელობის შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ფონდის პროგრამა საქართველოში.
6. უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქცია ყველა პირს, ვინც მონაწილეობდა ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებული, რუსეთის აგენტად შერაცხული პირისათვის შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილების პროცესში. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამისათვის.
5. დაიწყოს ქუჩის აქციები( ეროვნულ ბანკის შენობასთან) ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად.
ასე წარმომიდგენია სამოქმედო გეგმა. პარლამენტში მოსმენებსაც დავიწყებთ, რა თქმა უნდა.”
წერს ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.