პატარა ბავშვივით გადადგა იმის გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა – ღარიბაშვილი გახარიაზე

პატარა ბავშვივით გადადგა იმის გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სპეცოპერაციები გაიხსენა და აღნიშნა რომ ყველა მისი სპეცოპერაცია ინსტიტუტის დაკნინებასა და დანგრევას ემსახურებოდა.

”პატარა ბავშვივით გადადგა იმის გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა. ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის როცა პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი და მთელს სოფელს აცემინა ქვებით. ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის როცა მაშინ შს მინისტრი იყო,გახსოვთ ალბათ  გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში ააწიოკა ხალხი. კლუბში ვინც იყვნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა [გახარია] და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს მათ შორის იმ ხალხს რომლებსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ასევე ის, როცა დაუგეგმავად გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, ვგულისხმობ გავრილოვის ღამის სპეცოპერაციას, გამოიყვანა სპეცრაზმი გარეთ, როცა შიგნით უნდა ყოფილიყო აცემინა და აყურებინა მთელ ქვეყანას როგორც სცემდნენ აგრესიული ნაცმოძრაობის წევრები ჩვენს საამაყო სამართალდამცავებს.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.