პატიმარი ნომერი P01135809 – ტრამპი ატლანტის ციხეში დაარეგისტრირეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს შტატ ჯორჯიის დედაქალაქ ატლანტას ციხეში მივიდა და ოფიციალურად ჩაბარდა როგორც სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული. ის მაშინვე გაათავისუფლეს, რადგან კვირის დასაწყისში მოსამართლემ 200 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ მისი თავისუფლებაში დატოვება გადაწყვიტა.

ატლანტაში ფულტონის ოლქის პროკურორი ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობაში ადანაშაულებს. ოფიციალური ბრალდების თანახმად, მან ეს მოითხოვა ადგილობრივი რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში არჩეულ თანამდებობებს იკავებდნენ. თავად ექს-პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ფულტონის ოლქის ციხეში ტრამპმა, რომელიც აეროპორტიდან აქ დიდი ავტოკოლონით მივიდა, მხოლოდ 20 წუთი გაატარა. ის დარეგისტრირდა პატიმარის ნომრით P01135809, თითის ანაბეჭდები აუღეს  და ფოტო გადაუღეს.

დონალდ ტრამპი გახდა შეერთებული შტატების პირველი ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს. ხუთშაბათს გამოქვეყნებული ფოტო კი არის აშშ-ს პრეზიდენტის ციხის პირველი ოფიციალური ფოტო. ეს უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა წინა სამ საქმეში ის როგორც პატიმარი არ გადაუღიათ და ფოტო არ გამოუქვეყნებიათ.

ციხის ვებგვერდზე ასევე გამოჩნდა ბრალდებული დონალდ ტრამპის სარეგისტრაციო ბარათი: მამაკაცი, თეთრი, სიმაღლე 6 ფუტი 3 ინჩი (190 სმ), წონა 215 ფუნტი (97 კგ), ჩალისფერი თმა, ცისფერი თვალები.

ციხიდან ტრამპი აეროპორტში დაბრუნდა, საიდანაც ნიუ ჯერსიში გაფრინდა, სადაც მისი ერთ-ერთი გოლფკლუბის ტერიტორიაზე ცხოვრობს  .

გამგზავრებამდე აეროპორტში მან ჟურნალისტებს მოკლე სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სრული უფლება ჰქონდა არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დაეყენებინა.

“ეს არჩევნები გაყალბდა, ეს იყო მოპარული არჩევნები”, – გაიმეორა ტრამპმა თავისი ბრალდებები, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატების სასამართლოებმა და ტრამპის თანამებრძოლებმაც კი რესპუბლიკური პარტიიდან.

მნიშვნელოვანია ის, რომ  ტრამპი, ჯორჯიაში წამოყენებული ბრალდების მიხედვით, მან არა მხოლოდ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები ისე, რომ ის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა, არამედ ის ცდილობდა სატელეფონო საუბრებში ზეწოლა მოეხდინა ადგილობრივ თანამდებობის პირ რესპუბლიელებზე, რათა მათ „ეპოვნათ ის 11780 ხმა“, რომელიც მას აკლდა ჯორჯიაში ჯო ბაიდენის დასამარცხებლად.

ყველა ბრალდებას ექს-პრეზიდენტი გამუდმებით უწოდებს „კუდიანებზე ნადირობას“ და დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის დევნას.

ჯორჯიაში გაფრენამდე მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ფულტონის ოლქის პროკურორი ფანი უილისი, რომელიც მის წინააღმდეგ საქმეს აწარმოებს. უილისი წარმოადგენს დემოკრატიულ პარტიას (აშშ საოლქო პროკურორი არის არჩეული პოლიტიკური თანამდებობა). საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში ტრამპმა თქვა, რომ უილისი მასზე ნადირობით იყო დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს დანაშაულის უპრეცედენტო ტალღას, რომელმაც მოიცვა ატლანტა.

მედია აზუსტებს, რომ  ეს უკანასკნელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება: დანაშაულის მაჩვენებლით ატლანტა არ გამოირჩევა აშშ-ს დიდ ქალაქებს შორის.

77 წლის ტრამპი მომავალ წელს კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციაში.

ტრამპთან ერთად ამ საქმეში ბრალდებულია კიდევ 18 პირი, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მარკ მედოუსი.

ყველა მათგანი უნდა დარეგისტრირდეს ფულტონის ოლქის ციხეში პარასკევს შუადღემდე.  მათმა ნახევარმა ეს უკვე გააკეთა, ხოლო ტრამპის ერთ-ერთი თანამშრომელი, Black Voices for Trump ლიდერი ჰარისონ ფლოიდი, პატიმრობაშიც კი დარჩა, რადგან მას ჯერ არ ჰქონდა მოლაპარაკება გირაოს შესახებ.

დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის მოლოდინში იმ პირობით, რომ არ შეეცდება მოწმეების და თანამზრახველების წინააღმდეგ მუქარას, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით და მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით დაუკავშირდება სხვა ბრალდებულებს.