საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და თავისთავად ეს ასეცაა სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ როცა ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი მაგდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების დაღუპვას, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ესაა ერთადერთი შესაძლებლობა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღე ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას სიკვდილისგან, მეტი ფიქრის დრო არ გაგაჩნია, ამითაც იყო გამოწვეული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ვაქცინაციის შემდეგ.
ასევე “სინოფარმით” აიცრა მოცეკვავე თეა დარჩიაც, რომელმაც მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის “ლოცვა-კურთხევით და მაგალითით” ჩაიტარა გაიკეთა.