ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ თანახმაა, სუს-ი მის პირად ცხოვრებას უთვალთვალებდეს.
მისი აზრით, მთავარია, უწყებამ ეს არ გაასაჯაროვოს. მეუფე ნიკოლოზის მტკიცებით, პატრიარქიც იმავე პოზიციაზეა.
“მე ჩემს პირად ცხოვრებაში მოსმენაში ვერ ვხედავ პრობლემას, პრობლემას ვხედავ გასაჯაროებაში. ერთხელ პატრიარქთან მივიდნენ და მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ეს არის ტელეფონი, რომელიც არ ისმინება და გაჩუქებთ ამ ტელეფონსო. იცით, რა უპასუხა?! მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მისმინონო და რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. გესმის?! სხვანაირი დამოკიდებულებაა”,– განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. აღნიშნულ ინფორმაციას მეუფე ნიკოლოზი უარყოფს.