პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს კორონავირუსი აქვთ. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გოჩა თევდორაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ ამ დრომდე არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე, რადგან პარტიის ლიდერებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„პარტიაში 85% იყო დაავადებული – ქალბატონი ირმა, გიორგი ლომია გამოჯანმრთელების პროცესში არიან და ამ დღეებში ეს პროცესი შედგება, ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე. „არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს არც „ქართულ ოცნებას“ და არც სხვას, რომ ჩვენ ამ გაყალბებულ არჩევნებს შევეგუებით და პარლამენტში შევალთ“– ამბობს თევდორაძე.
8 ოპოზიციური პარტიიდან – რომელთაც ოფიციალური მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს – 5-მა უკვე დაწერა ოფიციალური განცხადება მანდატების ანულირებაზე. ჯერჯერობით სიების გაუქმებაზე და მანდატების შეწყვეტაზე განცხადებები არ დაუწერიათ გირჩს, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს.