“ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, ან ჯარიმდებიან, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან, რა ვიცი, მთელ მსოფლიოში? ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება ფეისბუქში ეძებონ და ტიკ-ტოკში ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ”,
ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის არმიის წევრის საქართველოში ყოფნაზე კითხვას.