პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით ქუთაისში 2 პირი დააკავეს – ისინი სკოლებთან ბავშვებს ხვდებოდნენ და მოტყუებით მათთან წაყოლას სთხოვდნენ

ქუთაისში პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

გაშიფრულია სქემაც, რომლის მიხედვით მამაკაცები ბავშვებს სკოლებთან ხვდებოდნენ და ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ არასრულწლოვნებს მათთან წაყოლას სთხოვდნენ. აღნიშნული ფაქტი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი  ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია,  თუმცა მან ციხე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ, დატოვა.