პენიტენციურის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

პენიტენციური სამსახური აცხადებ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანეს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”,– აცხადებს უწყება.

ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელი 1 საათის განმავლობაში უცნობი იყო. პენიტენციურმა სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა არც ადვოკატებს და არც ოჯახის წევრებს. მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.