“ეს იყო ჩემი პრივილეგია და უფლება, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასე რომ მე ეს გამოვიყენე. პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადე საქართველოს 13 მოქალაქე, რომლებსაც დამნაშავედ მივიჩნევთ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესირებაში – მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალებათ. სანქციების საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში გადავინაცვლებთ, რადგან ევროკავშირი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა გლობალურ მექანიზმებს და ითვალისწინებს ამ შესაძლებლობას”.
აცხადებს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.