კრემლის პიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს.
კითხვაზე, მიულოცა თუ არა ვლადიმერ პუტინმა, სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პესკოვი პასუხობს: “თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა”.