ტერმინ “აგენტს“ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ორმაგი გამოყენება აქვს. აშშ-შიც აგენტი ნიშნავს მათ შორის აგენტს ვიწრო გაგებით – ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. ამერიკის კანონმდებლობაშიც იგივეა, მაგრამ ამერიკაში სიტყვა “აგენტი“ ჯაშუშის მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ არა კანონმდებლობაში. მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007. ინგლისურადაც ასეა.
საქართველო კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. საქართველოში ჯაშუშური საქმიანობა არის დასჯადი… აგენტი არ არის არც დასჯადი საქმიანობა და არც უკეთური საქმიანობა. კანონმდებლობა მიჯნავს ჯაშუშს და აგენტს…
მე პირადად მომწონს ეს ტერმინი. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ასახავს იმ დანიშნულებას, რომელიც ამ ტერმინს აქვს. საქმე ეხება უცხოური გავლენის რეალიზებას. როდესაც რაღაცა ინტერესის რეალიზებაზეა საუბარი, ყველაზე ხშირად ტერმინი “აგენტი“ გამოიყენება. იგივე სხვა სფეროები რომ ავიღოთ, აგენტი ყველაზე მეტად ასახავს იმ დანიშნულებას, რომელიც ამ ტერმინს აქვს… თეორიულად შეიძლება, რა თქმა უნდა, სხვა ტერმინის გამოყენებაც, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად რელევანტური, ამიტომ, მე ყველაზე მეტად მომწონს. მაგრამ ყველა დეტალზე გაგრძელდება.