“მე მისმენს ეშმაკიც, მისმენს ღმერთიც. ყველა მისმენს. ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია, საშინელებაა, როცა ადამიანს უსმენენ მისი ნებართვის გარეშე. მაგრამ მე ნეტა ყველა ადამიანი მისმენდეს, როგორ ვცხოვრობ. 24 საათი მრევლთან ვარ, როგორ ვშრომობ. ნეტა ყველა ადამიანმა მოისმინოს ჩემი ქადაგება, რას ვლაპარაკობ, როგორ ვლაპარაკობ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ის არის, რომ აღსარების დროს არ მოგისმინონ, იმიტომ, რომ ადამიანი სულს გაბარებს და ძალიან მძიმეა, იქ ადამიანმა მოსმენა დაგიწყოს. თორემ ადამიანი ჩემს ცხოვრებას რომ დააკვირდეს, ეს ჩემთვის მიუღებელი არ არის.
ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი – საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ.
“
ასე ეხმაურება, ვაკის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია ფარულ ჩანაწერებს.