ბევრი ჩვენგანისთვის, პრობლემას წარმოადგენს ისეთი USB კაბელის ყიდვა, რომელიც ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და საბოლოო ჯამში გაამართლებს კიდეც.
პირველ ქართულ ეკომეგობრულ USB კაბელს „ტენე“ ჰქვია. პროექტი კომპანია „ჯინვენტორმა“ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც სანდრო ლილუაშვილია. ტენეს “მწვანე” USB კაბელი მეორადი ნარჩენებისგან მზადდება, რომლის შეძენის შემთხხვევაშიც წვლილს შეიტანთ ჩვენი ბუნების მინიმუმ 1კვ. მეტრის პოლიეთილენის ნარჩენებისგან გათავისუფლებაში.
- არის პირველი ქართული ბრენდირებული USB კაბელი ქართული პლატით.
- ელასტიური ფიქსატორი უზრუნველყოფს ყველაზე სუსტი წერტილების გაძლიერებული დაცვას (კუთხოვანი მოხრისას შიდა მავთულების და მათი კონტაქტების გაწყვეტისგან იცავს)
- ჭკვიანი ჩიპი პასუხისმგებელია კაბელის მობილურთან თავსებადობაზე, იცავს ელემენტს გადაჭარბებული დამუხტვისგან და ახანგრძლივებს მისი გამოყენებადობის ვადას.
- მოკალავებული სპილენძი მაღალი ხარისხის გამტარია, რომელიც იძლევა ელექტრული მუხტის სწრაფად გადაადგილების საშუალებას, ამავდროულად გააჩნია მაღალი გამძლეობა ხშირი მოხრისას.
- ნიკელითა და ოქროთი დამუშავებული შემაერთებელი კონტაქტები უზრუნველყოფენ ტელეფონისა და ადაპტერის შეუფერხებელ კავშირს, გამძლეა კოროზიის წინააღმდეგ და არ ცვდება ხშირი შეერთება გამოერთების შედეგად.