ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აზრით, ოპოზიცია პლებისციტზე არ უნდა დათანხმდეს.
“ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვნილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ჯერ ერთი ეს რამდენიმე თვის შემდეგ არის, სადაც ის დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ძალიან ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე რამდენიმე თვე ექნება, და ის აუცილებლად წააგებს ამ პლებისციტს, იმისათვის რომ მოისყიდოს, დააშინის, დაიჭიროს და გაყაროს ათასობით ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი და ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო, და ჩვენ არ გვაქვს არცერთი დღე დასაკარგი, მართლა…”,- ამბობს სააკაშვილი.
ცნობისთვის, პლებისციტის იდეა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს წარადგინა. პლებისციტის ჩატარება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად განიხილებოდა.