”ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე [ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატებზე], ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
[…] რა თქმა უნდა, ჩვენ გამიჯნული ვართ, ისინი თავად გაგვემიჯნნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები. ”
განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ხალხის ძალის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.