რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა ქვეყმის დატოვება მწვავე პროტესტის გამო მოუწიათ.
მოსკოვში მათი ჩარტერული რეისი დღეს, 06:00 საათზე გაფრინდა.
პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.