“პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია”- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებთან შეხვედრას.
“პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს “ფეხებზე ჰკიდიათ”? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი….დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი.”- განაცხადა თბილისის მერმა.