“პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები”-აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი დავით სერგეენკო რითიც ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ეხმაურება.
“პარადოქსია ჩამოყალიბებული მინიმუმ, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. მე მაქვს ამისი ჩემეული ვერსია, რომელსაც ჯერ შევინახავ ჩემთვის -. მინიმუმ პარადოქსულია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, უნდა შეწყვიტონ შიმშილობა და შეჯერებული პოზიცია, რაც არის საუკეთესო ამ ადამიანისთვის, ის მიიღონ. ის ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი, ჩემი აზრით, არც ისე მცირე ნაწილი უფრო პოლიტიკურ შემადგენლობას უყურებს და მოლოდინები აქვთ, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება. ამ დროს უნდა ვიზრუნოთ, როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ექიმები უნდა შეჯერდნენ.” – ამბობს დავით სერგეენკო.