ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღევანდელი დისკუსია უნდა მიიღონ და გაიაზრონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, Twitter-ზე წერს.
“მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს – რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან – დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. მათ უნდა გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყონ მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე”,- წერს მარინა კალიურანდი.
I urge Georgian politicians – from the ruling party of course, but also from the opposition – to see today’s discussion as a last wakeup call. They must put aside their party interests, stop blaming each other and start working together on much-needed democratic reforms ?? pic.twitter.com/411rJHhIXp
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) June 9, 2022