“პოლიტიკოსობას არ ვაპირებ” – ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. მან თქვა უთხრა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

“დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული ვარ მთლიანად. რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე. გვერდით მიდგას ჩემი მიზანი და ჩემი შვილები.

ფეხზე დადგომა მინდა, გამოფიტული ვართ. ერთი სიტყვით მინდა უბრალოდ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით, ცოტა მშურს”, – თქვა ახალაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურა.