”პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მარქსისტული პოპულიზმი” – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ანა დოლიძის ინიციატივას, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებით პანდემიით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ, პოპულიზმს უწოდებს.
“ეს მარქსისტული პოპულიზმი, არის გაუთვიცნობიერებლი პოლიტიკურად და რატომ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყანაში, ველაპარაკოთ ბიზნესს, რომ კეთილი ინებეთ და თქვენ დაიდგით წელებზე ფეხი, ველაპარაკოთ ოპოზიციას, ველაპარაკოთ მედიას და ამ ჯგუფებს მოვუგოთ ნიშანი მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც განკარგავს 14 მილიარდ ლარიან ბიუჯეტს?! მთავრობა, რომელმაც აიღო მილიარდები ვალი, ხალხო, გაზაფხულზე.
ანა დოლიძისნაირმა პოლიტიკოსებმა მთავრობა კი არ უნდა “აპრავონ”, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, და ნამუსი მოწმინდონ, იმის მაგივრად რომ კითხვები დასვან, რომ აღებული მილიარდები სად წავიდა, ის მოიტანე “, — აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.