“პოლიტიკური კრიზისი დღეს საქართველოში არ არის და ამაში დამნაშავეა ოპოზიცია, რადგან მან არასწორი პოლიტიკური აქცენტები გააკეთება. პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა, თუ იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტი, თუ კონსენსუსი იქნებოდა ოპოზიციურ სპექტრში, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ. ამ მომენტში ხალხის ინტერესი ცალსახა იყო. გაყალბებული არჩევნები ხალხისთვის ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციური ხელისუფლება აღარ არის, ესე იგი ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. იქ სადაც ყალბდე არჩევნები, ხელისუფლების წყარო არის სუს-ი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ არა ხალხი. ამ შემთხვევაში გასაგები გახდებოდა, რომ ოპოზიცია ერთიან ბრძოლას აწარმოებს სახალხო ინტერესის დასაცავად. ამ მოცემულობაში, რაც დღეს არის, ყველაფერი გადის მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე”
ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.