პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საავტომობილო მსვლელობა მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ვერის ბაღში შეიკრიბნენ და მსვლელობას მართავენ..

აქციის მონაწილეები, სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ საპატიმროდან, მათი თქმით, პოლიტპატიმრები.

„დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები. გამოვყოფ პირველ რიგში გიორგი რურუას, რადგან ის საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც პოლიტიკური პატიმარი, ასევე დაემატა მას ილიჩოვა და მელაშვილი და გამოდის, რომ საქართველო არის პოლიტპატიმრების ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენ აქ დღეს მოვედით, რათა გავაპროტესტოთ პოლიტიკური დევნა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მოვუწოდოთ ხელისუფლებას, პოლიტპატიმრები გამოუშვან საპატიმროებიდან“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი შერვაშიძემ