პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძის ქუჩაზე, მის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, ჩხრეკის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში კი უჩა აბაშიჩე პოლიციამ სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა.
უჩა აბაშიძის ახლობლების ინფორმაციით, მას იმ დროის განმავლობაში, რაც მის სახლში პოლიცია იმყოფებოდა, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ მოგვიანებით შეძლეს, მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ მას სახლიდან პოლიცია გამოიყვანდა.
უჩა აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ აქტივისტები.
სამართალდამცველებმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხრეკის შედეგად გარკვეული ნივთები გამოიტანეს.