პოლიციამ გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხა – სირცხვილია

ფოტო: Civil.ge

მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, გიგა მაქარაშვილს პოლიციამ დაკავების დროს ხელი მოტეხა. აქტივისტი პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

 

აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახალხო დამცველს საშუალება მიეცეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდეს და მონიტორინგი ჩაატაროს.

მაქარაშვილის გარდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით კიდევ 5 აქტივისტი დააკავა.