შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე 51 წლის პირი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა”, — წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს