პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღო. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი.
„დილიდან გვქონდა ხელის შეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ვერ გამართავთ აქციას და სხვა ადგილზე განათავსეთ სცენა. არ გვაცალეს და წაიღეს ჩვენი ტექნიკა, მონიტორები. ის ადგილი, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღები არ არის და იქ ხალხი ვერ დაეტევა. აქციას მაინც ჩავატარებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.