პოლიციამ ქობულეთში დააკავა მოქალაქეები რომლებიც ალტ-ინფოს ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ. სამოქალაქო აქტივისტები, ოფისთან ქალაქის ცენტრალურ გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ ადგილზე კი უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. მათ მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ჩაამსხვრიეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შუშა.
“ჩამოიყვანეს რეგიონებიდან ხალხი და ბავშვები ცემეს, ამ მოღალათეეებმა!!!”- აცხადებს აქციის ორგნაიზატორი ნიკა რომანაძე.
“ჩვენი მთავარო სათქმელია – არა ოკუპანტს, არა რუსულ აგრესიას! ალტ-ინფოს და მსგავს რუსულ დაჯგუფებებს ამ ქვეყანაში მომავალი არ ექნება. ეს ახალგაზრდობაა სწორედ იმის გარანტი, რომ ალტ-ინფო და სხვა პრორუსული ხელისუფლების დანაყოფები ამ ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებენ”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.