ნამახვანში აქციის მონაწილე დააკავეს. სამართალდამცავების თქმით, აქტივისტის დაკავების მიზეზი მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.
რამდენიმე საათის წინ კი, ადგილზე პოლიციამ, ძალის გამოყენებით, საპროტესტო კარავი დაშალა.
ადგილობრივებმა ადგილზე აღმართულ ჯვართან მისვლაც სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა.
3 თვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა დღეს, 30 იანვარს, გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 105 მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგ, ადგილზე 97-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.