გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ 20 ივნისს პოლიციელებმა უფლებამოსილებას “არაშეგნებულად” გადაამეტეს, გახარიამ კი პარლამენტი შტურმისგან დაიცვა.
“რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო, როდესაც რიგმა პოლიციის თანამშრომლებმა თავის უფლებამოსილებას არაშეგნებულად გადაამეტეს. არაშეგნებულად ნიშნავს იმას, რომ როდესაც ისინი იყენებდნენ სხვადასხვა სპეცსაშუალებას, მე გულწრფელად მწამს, რომ არ ისახავდნენ მიზნად ვიღაცების მიზანმიმართულ დამახინჯებას.
აბსოლუტურად ყველა კადრი მაქვს ნანახი, წუთების, წამების [სიზუსტით] გაანალიზებული. მაკო გომურს, სამწუხაროდ, შეემთხვევა ის, რაც შეემთხვა იმის გამო, რომ ჩემი აზრით, პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას. გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისგებას რაც შეეხება, მან სახელმწიფო ინსტიტუტი დაიცვა შტურმით აღებისგან”,– თქვა ქემოკლიძემ TV პირველის ეთერში.
მისივე მტკიცებით, ამავე მოვლენების დროს 87 სამართალდამცავი დაშავდა, მათგან კი ორმა მხედველობა დაკარგა.