სამართალდამცავი, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს. როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, პოლიციელი დღეს დააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.