პოლიციიდან დამირეკეს, აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზეო, გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით”- სალომე კვარაცხელია

”პოლიციიდან დამირეკეს, აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზეო, გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით” – წერს ამის შესახებ, მოქალაქე სალომე კვარაცხელია.

“პოლიციიდან დამირეკეს, 12 იანვარს აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზე (ქვა) და სასამართლოში ვგზავნით მასალებსო, დვდ-ზე გვაქვს ჩანაწერიო.
გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით – უსაშისესი დამნაშავე ვარ
ანუ 3 დღეში ყველა მასალა ნახეს, ჩაწერეს, გაამზადეს და სასამართლოს მიართვეს და ტყვე ბიჭებზე მტკიცებულებების მოსაგროვებლად თვეები სჭირდებათ!
ეს ბანძები ესენი!
პ.ს. კი, ადვოკატს დავუკავშირდი უკვე.
არაფერზე იდარდოთ. აყვავებული ეკონომიკის ფარგლებში ფული მიაკლდათ და ჩვენგან უნდათ ჯარიმებით ამოღება. სულ ესაა ამბის თავი და ბოლო.”- წერს სალომე კვარაცხელია.