პოლიციის თქმით, თუ შეკრებილი მოქალაქეები, რიონის ხეობას არ გახსნიან, პროპორციულ ძალას გამოიყენებენ

მერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თუ რიონის ხეობის მცველები, კომპანია ENKA-ს ბაზასთან ერთადერთ მისასვლელ გზას, არ გახსნიან, პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.

“მათ მოახდინეს ერთადერთი არსებული გზის პიკეტირება, რითიც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობა. ჩემ უკან დგანან შეწუხებული ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ახლოვდება კომენდანტის საათი. ძალიან მოთმინებით ეკიდებიან ისინი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, გონივრულ ვადაში მისცენ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალებს გამოიყენებს”. – თქვა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტახნისწინ, სოფელ გუმათიდან, რიონის ხეობის მცველებმა, კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ  ბაზასთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს და მთელი ხეობა ბლოკირებული აქვთ.