პოლონეთი უკრაინის საზღვარზე გერმანიიდან მიღებულ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს განათავსებს ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
“მე დავთანხმდი გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას ჩვენს ქვეყანაში Patriot-ის დამატებითი სისტემების გამშვები მოწყობილობების განთავსების შესახებ”, – განაცხადა მან.
“პოლონეთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორია და, როგორც უკრაინის მეზობელი, განსაკუთრებით დაუცველია. ჩემს კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად შევთანხმდით, რომ პოლონეთს მივაწოდოთ Patriot-ის სისტემები და დავიცვათ ისინი გერმანული Eurofighter-ების გამოყენებით. ამ თანამშრომლობის დეტალები ახლა მუშავდება ორივე ქვეყნის სპეციალისტების მიერ”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა.