პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩაფრინდებიან

]ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ პოლონეთისა სლოვენიის პრემიერმინისტრებთან ერთად კიევში ჩაფრინდება. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის მხარდაჭერაა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

“დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს”, – წერს ფიალა ფეისბუქზე.