პოპულარულ მწერალს, სალმან რუშდის თავს დაესხნენ. სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

პოპულარულ მწერალს,სალმან რუშდის, რომლის მკვლელობა ირანის სახელმწიფომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაუკვეთა, აშშ–ში თავს დაესხნენ. პოლიციის ინფორმაციით ის ყელის არეშია დანით დაჭრილი.

მსოფლიო სააგენტოების ინფორმაციით რუშდი ნიუ იორკის შტატის დასავლეთში,  ჩოტოკუაში ერთ–ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ლექციის წაკითხვას აპირებდა. მას შემდეგ, რაც სცენაზე წარადგინეს, უცებ სცენაზე უცნობი მამაკაცი ახტა და მწერალს თავს დაესხა.

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, პოლიცია ამბობს, რომ თავდამსხმელმა რუშდის დანა ჩაარტყა, მწერალი სცენაზე დაეცა, თავდამსხმელი კი იქვე დააკავეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თავდასხმის შემდეგ პირველ წამებშია გადაღებული.

რუშდი სცენიდან საკაცით გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ თქვა, რომ ის ცოცხალია. რუშდისთან ერთად თავდამსხმელმა წამყვანიც დაჭრა.

თვითმხილველი, კარლ ლივენი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა რუშდის რამდენჯერმე ჩაარტყა დანა.

“თავდამსხმელი სცენაზე უკნიდან შევარდა და რამდენჯერმე დაარტყა რუშიდის დანა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გაოგნებულები ვართ“– ამბობს ის.

ინდური წარმოშობის პოპულარული ბრიტანელი მწერალი, შალმან რუშდი მრავალი რომანის ავტორია. მათ შორის არის რომანი “სატანისტური ლექსები“. ბევრმა მუსულმანმა ეს წიგნი ღვთისმგომობელობად ჩათვალა, 1988 წელს კი ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰომეინიმ გამოსცა ბრძანება რუშდის მოკვლის შესახებ. მისი სიცოცხლისთვის ერთ–ერთმა ისლამისტურმა ფონდმა 3.3 მილიონი დოლარი დააწესა.