პორტუგალია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გაუგზავნის ინფორმაციას პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოსტა ავრცელებს.
კოსტას თქმით, გერმანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ შეიძინონ Leopard 2-ს ნაწილები და შეაკეთონ საკუთარ მარაგებში არსებული ის Leopard-ის ტანკები, რომლებიც ახლა დაზიანებულია.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა შევძლოთ ჩვენი ზოგიერთი ტანკის გაცემა. ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება [უკრაინაში], მაგრამ ამის შესახებ შესაფერის დროს განვაცხადებთ“ – განაცხადა ანტონიო კოსტამ.
მას არ დაუკონკრეტებია როდის და რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა პორტუგალიისგან.