საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას ამბობს, რომ 9 აპრილი სამმაგი გამარჯვებაა.
“პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამჯეროვანი დღოშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
მეორე იმიტომაა, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებელები გვჭირდებოდა და არც გადათვლები, ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენ ერთობლივ გადაწყვეტილებას, ქვეყანა გამოცხადებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე”,- თქვა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, მესამე გამარჯვებაა, რომ 9 აპრილის დამოკიდებულობის აქტითი ყველამ გაიმარჯვა”: 1921 წლის იუნკრებმა, 1923 წლის დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922-1923-1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ”.