პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოში “ოცნების” სარჩელი არ შესულა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” სარჩელი საკონსტიტუციოში არ შესულა. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ.

ეს „პუბლიკას” საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს.

„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ რადგან მმართველ პარტიას XI მოწვევის პარლამენტში 100 მანდატი არ აქვთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სარჩელიც აღარ შეიტანეს.

მანამდე, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ხელახლა იმპიჩმენტის აღძრა დაანონსა.