“არ ყოფილა იოლი დაწერო პრეზიდენტზე. დიდხანს ვეძებდი სიტყვებს.
პრეზიდენტისგან, რომელთანაც ასოცირდება ქვეყნის წარმატება და ასევე იყო შეცდომებიც, რომელიც ჩემში მწვავე პროტესტს იწვევდა.
თუმცა დღეს მგონია, რომ წარსული დროებით უკან უნდა გადავდოთ და დღევანდელობიდან შევხედოთ სიტუაციას.
დღეს პრეზიდენტის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს სხვანაირად, თუ არა თავგანწირვა. თავგანწირვა იმისთვის, რომ ქვეყანას მოშორდეს რუსი ოლიგარქი. გამძლეობას და წარმატებას ვუსურვებ ამ ბრძოლაში.
აქვე, მოგიწოდებთ, თითოეული ჩვენთაგანი ჩავდგეთ ამ ბრძოლაში. დღეს ყველას მიზანი უნდა გახდეს, რომ ოლიგარქის მმართველობა მოვაშოროთ ქვეყანას. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება გვიყალბებს არჩევნებს, გვართმევს თავისუფალ არჩვენის გაკეთების უფლებას. მშვიდობა ყველამ უნდა დავიცვათ, მშვიდობა ძვირფასია, ეს ვიცით ყველა ქართველმა, თუმცა თუ თავისუფლებას და თავისუფალ არჩევანს გვართმევენ, მაშინ ჩვენი მოვალეობაა და უფლება გვაქვს, არ დავემორჩილოთ ასეთ ხელისუფლებას. გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ და დავიწყოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა.ეს ყველაზე დიდი მხარდამჭერაა პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტისთვის. ეს ყველაზე სწორი ქმედებაა თავისუფალი არჩევანის დასაბრუნებლად”
მიმართავს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი მიხეილ სააკაშვილს. გუშინ დაუმორჩილობლის აქციისთვის მესამე პრეზიდენტმა იმედა კლდიაშვილს მადლობა გადაუხადა და მას “გმირი გირჩელი და ახალი ქართველი” უწოდა.
კლდიაშვილი პირველ ნოემბრის ქუთაისში პროტესტის ნიშნად მანქანით სუს-ის შესასვლელთან გაჩერდა, რის შემდეგაც მანქანიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა და ადამინისტრაციული წესით დააკავა. ის აპროტესტებდა სუს-ის ზეწოლას ქართული ოცნების კომისიის წევრზე, რომელიც მზად იყო, ესაუბრა არჩევნების გაყალბების სქემაზე.