პრეზიდენტმა გეგმა უნდა დადოს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით – გოცირიძე

“პრეზიდენტმა გეგმა უნდა დადოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით”- ამის შესახებ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. ასევე მისი თქმით, ხვალ პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილ შეხვდება.

„საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა – რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით. ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ერთი ხელის მოწერაა საჭირო თუ დამოუკიდებელია და არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს საკუთარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვერ გადააბრალებს ვერაფერს და “ხელები დამიბანიას” ვერ იტყვის, მას აქვს ორი მძლავრი იარაღი, ერთის მხრივ შეწყალება და მეორე მხრივ ვეტო, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.