პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს წერილობით 15 ივლისს მიმართა. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად კენჭი უყაროს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას.

“პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.