პრემა “ლიტერა მთარგმნელთათვის” წელს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას “მწერალთა სახლი” ავრცელებს. პრემია 2020 წელს “მწერალთა სახლის” ინიციატივით დაარსდა და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
“ლიტერატურული პრემია “ლიტერა” და მთარგმნელობითი პრემია “ლიტერა მთარგმნელებისთვის“” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის “კულტურის ხელშეწყობა” ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად, ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021″ ვეღარ გაიმართება”, – წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, პრემიეა ლიტერა წელს აღარ ჩატარდება მწერლებისთვისაც. 110 წიგნიდან 92 კონკუსიდან ავტორებმა მოხსნეს.
მწერლების პროტესტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ლიტერას ჟიურიში საკუთარი წევრის დამატებას მოჰყვა.