პრიგოჟინის თქმით, თუ  შოიგუ ჭურვებს არ გადასცემს, “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს 

კერძოკომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი და რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი  თავდაცვის სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ უწყება მათ ჭურვებს არ გადასცემს, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტის დატოვება მოუწიოთ. პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ არსებულ პრობლემებზე  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობებდა. ამის შესახებ, “ვაგნერის” დამფუძნებელმა, პროპაგანდისტთან და სამხედრო კომენტატორთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“მივმართავ სერგეი კუჟეგოტოვიჩ შოიგუს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს საბრძოლო მასალა. ამ მოწოდებაზე უარის შემთხვევაში, აუცილებლად ვთვლი, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და ბახმუტის დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დარჩენის მიზანშეწონილობის შესახებ. […] ჩვენ ბახმუტში წინსვლას ბოლო ჭურვამდე გავაგრძელებთ, მაგრამ ჭურვები არა კვირებზე, არამედ რამდენიმე დღეზე სამყოფი დაგვრჩა. ამიტომ, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტი არ შეივსება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ორგანიზებულად წესრიგით, შემდეგ მშიშარა ვირთხებივით რომ არ გავიქცეთ, ან გამოვიდეთ, ან სიკვდილისთვის დავრჩეთ. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დანაყოფების ნაწილის გაყვანა მოგვიწევს. ამის შემდეგ, ჩვენს ბიუროკრატებს რაც არ უნდა სურდეთ, ყველაფერი სხვა ჩამოიშლება. ამიტომ, ზარი უკვე რეკავს. ეს განგაშის ზარია. ჩვენ განგაშის ზარს ვრეკავთ, გვჭირდება საბრძოლო მასალა”. – თქვა პრიგოჟინმა.