“პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე” – კენჭისყრა ისევ ვერ შედგა, ოცნებამ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა

სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ,  პარლამენტში ოცნებამ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია.

“პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს.

რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება.

გამონაკლისია შემთხვევა, და დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.

პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. კვორუმი ისევ არ შედგა, რადგან, ისევ “ქართულმა ოცნების” დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 19 აპრილსაც მიმართეს.