“ეს არჩევნები უბრალოდ, საშუალებაა იმისა, რომ დამატებით რაღაც არეულობა შემოიტანოს პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი დესტრუქციული ქმედებები დაგეგმოს. თუმცა, ამაშიც ხედავთ, ძალიან სუსტები არიან. არც ერთ და არც მეორე ნაწილში მათ წარმატების რესურსი არ აქვთ.
პირადად ჩემთვის, თბილისში მეორე ტური გულდასაწყვეტია და უსამართლობის ერთგვარი განცდა რჩება სხვადასხვა მიზეზის გამო. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. ალბათ საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, იმისათვის ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს”
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.