საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების, ამჟამად საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” დამფუძნებლების მხრიდან, დასავლეთის კრიტიკა გრძელდება. საუბარი არ წყდება არც ე.წ მეორე ფრონტის საქართველოში დაწყებაზე, რომელშიც “ქართული ოცნება” ოპოზიციასა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ნაწილს ადანაშაულებს.

ამ ბრალდებებს ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი აბსურდულს უწოდებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაფიოდ დააფიქსირონ აქვთ თუ არა პრო-დასავლური გეზი და შესაბამისად იმოქმედონ.

ამ თემებზე ევროპარლამენტარმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

-თქვენ ახსენეთრომ ახლა შესაძლებლობების ფანჯარაა ღიარომ საქართველოსა და სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის განსაკუთრებული მომენტია ევროკავშირის გაწევრიანებასთან მისაახლოებლადგაქვთ თუ არა იმის განცდარომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებსან საქართველოს თაობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთადყველაფერს აკეთებსრომ ამ მოენტს ჩაეჭიდოს და გამოიყენოს ეს შანსირა პრობლემებსრისკებს ხედავთ ამ გზაზე?

”პრობლემებს ვხედავ პოლიტიკურ ქცევასა და რიტორიკაში, რომელსაც, პირველ რიგში,”ქართული ოცნება” იყენებს, ვინაიდან ისინი არიან პასუხისმგებელი საქართველოს პროგრესზე.

ევროკომისიისა და ევროსაბჭოს კრიტიკული შენიშვნების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ძალიან ნათელი პირობები ჩამოუყალიბეს [საქართველოს] ე.წ 12-პუქტიან მოთხოვნებში, სადაც მარტივადაა ნათქვამი, რომ პოლარიზაცია პრობლემაა, რომ ოლიგარქები პრობლემაა, მე ველოდი, რომ “ქართული ოცნება” შეცვლიდა ქმედებებს. ველოდი, რომ ისინი მოიწვევდნენ ოპოზიციას, მოიწვევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციასთან შეთანხმდებოდნენ ძალიან კონკრეტულ, საჭირო ნაბიჯებზე.

როგორც მინიმუმ, იმის მიხედვით, რასაც ქართული მედიიდან ვხედავთ, ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლარიზაციის გაღრმავება დაიწყო. მათ ოპოზიციის დადანაშაულება დაიწყეს, რომ ოპოზიცია საქართველოს მტერია და ა.შ. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა.

ველოდი, რომ “ქართული ოცნება” და მთავრობა, ზედმეტსაც კი გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ისინი მართლაც მზად არიან იმ 12 პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელზეც კომისიამ და საბჭომ მიუთითეს და აჩვენებდნენ საქმის კარგად კეთების შესაძლებლობებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან ერთად.

ამის ნაცვლად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო ხილვადი გაეხადა და გაეღრმავებინა. არ მესმის, რატომ აირჩიეს ასეთი სტრატეგია, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების დადანაშაულების სტრატეგია, თითქოს ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩავითრიოთ. ეს სრული ნონსენსი, სრული პოპულიზმია. დასამატებელიც არაფერია: “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს სურთ თუ არა მათ, რომ ევროკავშირში გაერთიანდნენ, რადგან ამან შესაძლოა კრემლის წინააღმდეგობა გამოიწვიოს.თუ მათ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაშინ საქმე უნდა გააკეთონ. ისინი ევროკავშირის წესებს უნდა მიყვნენ, ნათელი პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ა.შ , “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებისგან მე მხოლოდ საპირისპიროს ვხედავ.”- აცხადებს კუბილიუსი.

წყარო : ამერიკის ხმა