“ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა… კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. შესაბამისად, როცა ამდენი ადამიანი გახდება ამით, ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს, აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება”
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “იმედთან” საუბრისას.